„ჯორჯიან მანგანეზი“ – ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია ჭიათურაში ოთხ მაღაროს დროებით ხურავს

19:52, 08.02.2024

ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა.

„უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. ​თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

მსგავსი