„ჯორჯიან მანგანეზი“ - სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა, მხარეთა ჩართულობით შეიქმნას კომისია, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას
„ჯორჯიან მანგანეზი“ - სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა, მხარეთა ჩართულობით შეიქმნას კომისია, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. სამედიაციო შეთანხმება ძალაში 24 ივნისიდან შევიდა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ აიღო ვალდებულება, ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა, შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.

„ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ, კერძოდ კი, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის მანამდე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე.

სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა, შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.

მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.