ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმების თანახმად, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანის შესახებ 2024 წლის თებერვლის თვიდან შევა ძალაში. დასაქმებულები ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადავლენ, რაც თვეში 15 დღე მუშაობას და 15 დღე დასვენებას გულისხმობს და მათ 12-საათიანი სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება მიეცემათ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელები პროტესტის ნიშნად 2 დეკემბერს გაიფიცნენ. სამუშაოს შესრულებაზე უარი თავდაპირველად დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა განაცხადეს, მოგვიანებით კი მათ სოლიდარობა სხვა მაღაროებმაც გამოუცხადეს.