სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად შენობის წინა ფასადი ჩამოინგრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ქურდობის მიზნით გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 185-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.