სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

14:46, 23.09.2021

სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად შენობის წინა ფასადი ჩამოინგრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ქურდობის მიზნით გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 185-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი