ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია და სხვა პირები დაესწრნენ. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრი გურიაში რიგით მეექვსე, ქვეყნის მასშტაბით კი ოთხმოცდამეერთეა.

როგორც აღინიშნა, თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. მოქალაქეები 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებენ. ასევე, ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთს, ლანჩხუთს, ჩოხატაურის რამდენიმე სოფელს ჰქონდა ამგვარი ევროპული ინფრასტრუქტურა, დარჩენილი იყო ჩოხატაური და დღეს ემოციურია, რომ ამით ჩვენ მოვიხადეთ ის ვალი, რაც აქვს სახელმწიფოს მოქალაქის წინაშე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.