მარტყოფში მკვლელობა მოხდა
მარტყოფში მკვლელობა მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანმა თანასოფლელმა მიაყენა.

მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებს კამათი ადრეც მოსვლიათ.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით არასრულწლოვანი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.