სოფელ დუისში დღეს სახალხო კრება გაიმართება
სოფელ დუისში დღეს სახალხო კრება გაიმართება

პანკისის ხეობის სოფელ დუისის ცენტრში დღეს, 14:00 საათზე სახალხო კრება გაიმართება, სადაც ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, შეკრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხეობის უხუცესები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კრების მონაწილეები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.

სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.