შსს - სამართალდამცველებმა დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი განმუხტეს
შსს - სამართალდამცველებმა დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი განმუხტეს

სამართალდამცველებმა სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი განმუხტეს, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი, რომლებიც იქ ამჟამად აღარ იმყოფებიან.

„სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო კონფლიქტი. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

დატოვე კომენტარი