დუისში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგაზრდებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან
დუისში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგაზრდებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში,  ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხეობის ახალგაზრდებს ხვდებიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შეხვედრა დეპუტატის ინიციატივით გაიმართა და მედიისთვის დახურულია. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმისა და პანკისში ახალი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივების პროტესტის საკითხებს განიხილავენ.