სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, დაიღუპა სამი ადამიანი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთია ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ფოთიდან აფრინდა და კახეთის მიმართულებით უნდა ემოძრავა.
ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.