ღაზის სექტორში ჩამოვარდა საჰაერო ბურთი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი
ღაზის სექტორში ჩამოვარდა საჰაერო ბურთი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი

ღაზის სექტორში გაუმართაობის გამო ჩამოვარდა საჰაერო ბურთი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მიერ გამოგზავნილი დახმარების ჩამოვარდნას ემსხვერპლა ხუთი ადამიანი.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ აშშ, იორდანია, ეგვიპტე, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბელგია ჩართული არიან ღაზის სექტორში საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში.