სოფელ ასურეთში გერმანული ეკლესიის, სახლებისა და სასაფლაოს აღდგენაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა
სოფელ ასურეთში გერმანული ეკლესიის, სახლებისა და სასაფლაოს აღდგენაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის განსახორციელებლად 1.722 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.

პირველი ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.147 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა, დადგინდა, რომ სამშენებლო სამუშაოს ღირებულების დაანგარიშებისას საპროექტო ორგანიზაციამ შეცდომა დაუშვა. ტენდერში მონაწილე შპს „იბექსი“ მზად იყო, სამუშაო 1.927 მილიონ ლარად ჩაეტარებინა, თუმცა კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალ ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 10-15 ოქტომბერს იწარმოებს, სამუშაო კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.