სოფელ ასურეთში უბედური შემთხვევისას ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა
სოფელ ასურეთში უბედური შემთხვევისას ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა

სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეიმედი საეთერო ბადეს ცვლის.

საქართველოს პირველი არხი მომხდარის გამო უსამძიმრებს კოლეგებსა და დაღუპულთა ოჯახებს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ხაზს დღეს შეეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი.