სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა.
მამაკაცი ხევის გაწმენდით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. მას დაზიანებები ქვედა კიდურებზე და სახის არეში აქვს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული ჯერ წნორის კლინიკაში მიიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.