კელი დეგნანი სიღნაღში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იმყოფებოდა [ფოტო]
კელი დეგნანი სიღნაღში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იმყოფებოდა [ფოტო]

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სიღნაღში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იმყოფებოდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალური ქსელში ავრცელებს.

„ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომელიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს“, – აღნიშნა დეგნანმა.

კელი დეგნანი სიღნაღში შეხვდა მეუფე იაკობს, იღუმენია თეოდორასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს.