კახა კუჭავა - სიღნაღი, ეს ისტორიული ქალაქი, ყოველთვის იყო და დარჩება სიყვარულის, მეგობრობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ
კახა კუჭავა - სიღნაღი, ეს ისტორიული ქალაქი, ყოველთვის იყო და დარჩება სიყვარულის, მეგობრობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ

მნიშვნელობა არ აქვს, პირველად ჩამოდიხარ ამ ულამაზეს ქალაქში, სიღნაღში, თუ მეასედ სტუმრობ მას, გამორიცხულია, ერთი და იგივე შეგრძნება არ გაგიჩნდეს, როდესაც გადახედავ ამ სილამაზეს, მიღწევებს, რომელიც კუთხეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სიღნაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა.

მისი თქმით, სიღნაღი ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია ეკონომიკური სარგებლის კუთხით.

„გამოგიტყდებით, მე და ჩემმა მეუღლემ სიღნაღში ვიქორწინეთ. ეს ისტორიული ქალაქი ყოველთვის იყო და დარჩება სიყვარულის, მეგობრობის და სიმშვიდის სიმბოლოდ. აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია ეკონომიკური სარგებლის კუთხით. აქ არის 1 200 ჰექტარზე გაშენებული თევზის ტბორები და ამის კიდევ უფრო განვითარებაა საჭირო, რაც, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი ეკონომიკური სიძლიერის არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ საექსპორტო პროდუქცია, რომელიც, პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება ხარისხზე. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ასევე, ბევრ სხვა ქვეყანასთან და აუცილებელია, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ – შევქმნათ ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომლითაც დავიმკვიდრებთ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. ძალიან ბევრი შესაძლებლობაა და უნდა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ორიენტირებული მერი და მისი გუნდი. წარმატებას ვუსურვებ კანდიდატს და მოვუწოდებ, რომ ყოველდღიურად იყოს ჩართული თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაციაში და რაც ყველაზე მთავარია, მეტი ახალგაზრდები ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ახალგაზრდებზე დიდ იმედებს ვამყარებთ. სწორედ მათი ახალი იდეებით, პროექტებით, ინოვაციური მიდგომებით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ყველა კუთხეს. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რადგან მხოლოდ მერი არ არის საკმარისი. განმსაზღვრელია საკრებულოში გამარჯვება, რათა დასრულდეს და დაგვირგვინდეს ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილია მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კუჭავამ.