სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის დროს 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა

11:36, 06.02.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა.

მამაკაცი ხევის გაწმენდით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. მას დაზიანებები ქვედა კიდურებზე და სახის არეში აქვს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული ჯერ წნორის კლინიკაში მიიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

მსგავსი