სიღნაღის რაიონში მკვლელობა მოხდა
სიღნაღის რაიონში მკვლელობა მოხდა

სიღნაღის რაიონში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.