წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა რამდენიმე მგზავრი.

თვითმხილველების თქმით, „მერსედერსისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მანქანების შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი.

„ფორდ ტრანზიტიში“ მყოფი ხუთი დაშავებული მგზავრი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დატოვე კომენტარი