სოფელ ალგეთის საარჩევნო უბანზე ხმაური იყო
სოფელ ალგეთის საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

სამართალდამცველები არიან მობილიზებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, # 39 საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უბანზე ბიულეტენების გადათვლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა ბალანსი ვერ შედგა.

მათივე განმარტებით, გამოყენებული და დარჩენილი ბიულეტენების რაოდენობა და არჩევნებზე მოსული ადამიანების სია ერთმანეთს არ ემთხვევა.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და ხმების გადათვლა მეხუთედ მიმდინარეობს.

სამართალდამცველებს საარჩევნო უბნის შესასვლელთან უსაფრთხოების მიზნით კორიდორი აქვთ გაკეთებული.