სლოვაკეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი
სლოვაკეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი

სლოვაკეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ავარიას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

როგორც მედია წერს, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდოს.

მატარებელი პრაღიდან ბუდაპეშტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და მასში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. რკინიგზის სპიკერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მატარებლის მემანქანემ მიიღო დამწვრობა, რადგან ლოკომოტივს ცეცხლი გაუჩნდა.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.