სლოვაკეთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად, ახალი მედიასაშუალება დაფუძნდება

14:42, 02.07.2024

სლოვაკეთში საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიხურა. ტელერადიოკომპანია ოფიციალურად დაიშალა და მის ნაცვლად ახალი მედიასაშუალება შეიქმნება.

30 ივნისს სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ ხელი მოაწერა კანონს RTVS-ის STVR-ად გარდაქმნის შესახებ. სლოვაკეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონი არც სიტყვის თავისუფლებაში ერევა და არც კონსტიტუციასთანაა შეუთავსებელი. მისივე თქმით, კანონი საერთაშორისო სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება.

STVR-ს სექტემბრის ბოლომდე შეზღუდული უფლებამოსილებით იგორ სლანინა მართავს, ვიდრე საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს.

ოპოზიცია სლოვაკეთის ხელისუფლებას პროპაგანდისტული მედიის შექმნის განზრახვაში ადანაშაულებს.

მსგავსი