სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ზუზანა ჩაპუტოვა ლიდერობს
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ზუზანა ჩაპუტოვა ლიდერობს

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ზუზანა ჩაპუტოვა ლიდერობს. ხმების 98,7%-ის დათვლის შედეგად ქვეყნის ახალი მეთაურის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ჩაპუტოვას მეტოქე ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილი მოადგილე მაროში შეფჩოვიჩი იქნება.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუზანა ჩაპუტოვას ელექტორატის 40,53%-ი მიემხრო, ხოლო შეფჩოვიჩმა ხმების 18,66%-ი მიიღო.

ჩაპუტოვა ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებიდან, რომელიც სლოვაკეთში გამართულ მასობრივ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. დემონსტრაციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, ბრატისლავას სიახლოვეს მოკლეს. რეპორტიორი სიკვდილამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს იტალიურ მაფიასთან კავშირებს იძიებდა.