სალომე ზურაბიშვილმა ზუზანა ჩაპუტოვას სლოვაკეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუზანა ჩაპუტოვას სლოვაკეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ვულოცავ ზუზანა ჩაპუტოვას სლოვაკეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ და ველოდები საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
45 წლის სამოქალაქო აქტივისტი ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის პრეზიდენტად, არჩევნების მეორე ტურის შედეგად აირჩიეს.
Congratulations to Zuzana Čaputová for her election as #Slovakia’s 🇸🇰 new President. I wish her success and I look forward to a closer relationship between 🇬🇪 and 🇸🇰. #WomeninPower
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 31, 2019