სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა ბიულეტენები 100%-ი. შედეგად, ჩაპუტოვას მხარი ამომრჩევლების 58,4%-მა დაუჭირა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა კი ხმების 41,59%0-ი მიიღო.

45 წლის ჩუპატოვა მემარცხენე ლიბერალია. ის თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული სლოვაკი ჟურნალისტის იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ აგორებულ საპროტესტო აქციებში, რასაც სლოვაკეთის მთავრობის მაღალჩინოსანი წევრების გადადგომა მოჰყვა.

დამარცხებულმა შეფჩოვიჩმა გამარჯვებულს უკვე მიულოცა და წარმატება უსურვა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი მოქალაქეებმა არჩევნების ორი ტურის შედეგად აირჩიეს.