სლოვაკეთში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

21:37, 15.06.2019

სლოვაკეთში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ზუზანა ჩაპუტოვამ ფიცი პარლამენტის სხდომაზე დადო.

„აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვმართო, არამედ იმისთვის, რომ ვემსახურო ქვეყანას”, – განაცხადა პრეზიდენტმა ფიცის დადების დროს.

ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის რიგით მეხუთე და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. ის ცნობილი ეკო-აქტივისტი, ასევე პარტია პროგრესული სლოვაკეთის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ჩაპუტოვამ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 59.41 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

მსგავსი