სლოვაკეთის პრეზიდენტი – საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი პატივისცემას იმსახურებს
სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სლოვაკეთი არის საქართველოს და მისი ხალხის მეგობარი, ასევე, მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება სწორედ ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი პატივისცემას იმსახურებს“, – წერს სლოვაკეთის პრეზიდენტი.
#Slovakia is a friend of #Georgia and its people, supporting their #EU aspirations. The enactment of the law on foreign influence goes against these very aspirations. The vast public support in #Georgia for the European Union and its values deserves to be respected.
— Zuzana Čaputová (@ZuzanaCaputova) May 28, 2024