სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს დაუბრუნებს უკრაინას ოკუპირებულ ყირიმს და არ გაიყვანს ძალებს დონბასიდან
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს დაუბრუნებს უკრაინას ოკუპირებულ ყირიმს და არ გაიყვანს ძალებს დონბასიდან

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს დაუბრუნებს უკრაინას ოკუპირებულ ყირიმს და არ გაიყვანს ძალებს დონბასიდან. ამის შესახებ ფიცომ პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრებს განუცხადა.

„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყველა ჩვენგანი აღიარებს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, საზღვრების ხელშეუხებლობას. ეს არის საერთაშორისო სამართლის კარგი თეორია. თუმცა… რუსები არასდროს მისცემენ ყირიმს, არასდროს წავლენ დონბასიდან და ლუგანსკიდან“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

რობერტ ფიცომ ასევე გააკრიტიკა სლოვაკეთის წინამორბედი მთავრობა უკრაინისთვის „ეს-300“-ის სისტემების გადაცემისთვის. მისი თქმით, ის ამას არასდროს გააკეთებდა.