რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

11:03, 28.04.2024

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს ოთხ ოლქში 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

კერძოდ, უწყების ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, ორი – ბელგოროდში, სამ-სამი დრონი კი – კურსკისა და კალუგის ოლქებში.

კალუგის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ლიუდინოვოს ნავთობის ბაზის მახლობლად გაანადგურეს.

მსგავსი