სკრიპალების საქმეზე, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვს
სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭო სხდომის ჩატარებას ითხოვს.
ინფორმაციას გაერო-ში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია ავრცელებს.
რუსული მხარე სხდომის ჩატარებას ხვალ, სამ საათზე ითხოვს. გაერო-ში რუსეთის ელჩმა მიმართვა უკვე გადასცა ორგანიზაციის თავმჯდომარეს.
რუსეთის ინიციატივასთან დაკავშირებით გაერო-ში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.