სოლსბერიში, სკრიპალების მოწამვლის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა
სოლსბერიში, სკრიპალების მოწამვლის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, იტალიურ რესტორანში ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ქალაქის ქუჩები გადაკეტა.

ვილტშირის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, სამართალდამცველები რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდნენ და მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს.

იტალიური რესტორანი Prezzo სოლსბერიში, რესტორან Zizzi-დან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. სწორედ ამ რესტორანში ყოფნის შემდეგ აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში მამა-შვილი, სერგეი და იულია სკრიპალები. ბრიტანეთი რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს.