სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ სკრიპალების საქმეზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნები რუსეთისთვის წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ სკრიპალების საქმეზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნები რუსეთისთვის წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ სკრიპალების საქმეზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნები დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.

„გასულ კვირას გავრცელებული, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დამოუკიდებელი ანგარიში, ადასტურებს დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიების დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული სოლსბერიში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დიდ ბრიტანეთს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას აქვს მოტივი, საშუალება და ისტორიული პრეცედენტები მსგავსი თავდასხმა განახორციელოს.

„რუსეთმა შეიმუშავა იმ სამხედრო ტიპის ნერვულ-პარალიტიკური აირი, რომელიც გამოყენებულ იქნა სოლსბერიში. წარსულში როგორც ცნობილია, განახორციელა ხელისუფლების მიერ სანქცირებული მკვლელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეის სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს.