სკოლის გამოსაშვები გამოცდების გამო ალჟირში ინტერნეტი გათიშეს
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გამო ალჟირში ინტერნეტი გათიშეს

ალჟირში, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გამო, ინტერნეტი გათიშეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოცდებზე თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით გაითიშება, როგორც მობილური, ისე ოპტიკური ინტერნეტიც. ამის შესახებ BBC წერს.

ალჟირის განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ინტერნეტით სარგებლობა გამოცდის დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეუძლებელი იქნება. ანალოგიურ ზომებს ალჟირში 20-25 ივნისამდე პერიოდში მიმართავენ.

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოცდების მიმდინაროებისას დაბლოკილი იქნება სოციალური ქსელებიც.  შეზღუდვა ერთი თვე გაგრძელდება.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, ინტერნეტის გათიშვა აუცილებელი იყო, რათა არ განმეორებულიყო 2016 წლის ინციდენტი, როცა საგამოცდო ტესტები და პასუხები ინტერნეტით გაავრცელეს.

წელს გამოცდებზე თაღლითობის აღსაკვეთად, 2000-ზე მეტ საგამოცდო ცენტრთან დამონტაჟებულია მეტალოდეტექტორები, რათა სტუდენტებმა გამოცდებზე ელექტრონული მოწყობილობების შეტანა ვერ შეძლონ. დარბაზებში დაამონტაჟეს მობილური ტელეფონის სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები და სათვალთავალო კამერები.

ალჟირში სკოლის გამოსაშვებ გამოცდას 700 000 მოსწავლე ჩააბარებს. გამოცდის შედეგები 22 ივლისს გახდება ცნობილი.