ალჟირი მაროკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
ალჟირი მაროკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ალჟირი მაროკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. აღნიშნულის შესახებ ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რამტან ლამამრამ განაცხადა და მაროკო მტრულ ქმედებებში დაადანაშაულა.

ლამამრას განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა დღეიდან შევა ძალაში, თუმცა საკონსულოები ღია იქნება ორივე ქვეყანაში.

მაროკოსა და ალჟირს ათწლეულებია დაძაბული ურთიერთობა აქვთ დასავლეთ საჰარის გამო. ქვეყნებს შორის საზღვარი 1994 წლიდან დაკეტილია. გასულ კვირას, ალჟირმა ქვეყანაში გაჩენილ ხანძარში იმ ტერორისტულ ორგანიზაციას დასდო ბრალი, რომლის მხარდაჭერაშიც მაროკოს ადანაშაულებს.