ალჟირში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

15:19, 11.08.2021

ალჟირში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ალჟირის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე კაბილიას რაიონში ტყის ხანძარს სულ მცირე 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 25 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაციაში იღებდნენ მონაწილეობას.

ხანძრის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელიც ხანძრის მიზეზს იძიებს. კომისია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტსაც განიხილავს.

მსგავსი