ალჟირში ტყის ხანძრების გაჩენასთან კავშირის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს
ალჟირში ტყის ხანძრების გაჩენასთან კავშირის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს

ალჟირში ტყის ხანძრების გაჩენასთან კავშირის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულთა შორის ალჟირის მთავრობის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული სეპარატისტული დაჯგუფების შვიდი წევრია.

ალჟირში გასულ თვეში ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა.

ალჟირის ხელისუფლება ცეცხლის კერების განზრახ გაჩენაში ადანაშაულებს დაჯგუფებას, რომელიც კაბილიის რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეა. ალჟირი მაროკოს ადანაშაულებს დაჯგუფება „მოძრაობა კაბილიის თვითგამორკვევისთვის“ მხარდაჭერაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ალჟირმა გასული თვის ბოლოს მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.