ალჟირში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ ტყის ხანძარია, სტიქიას 34 ადამიანი ემსხვერპლა
ალჟირში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ ტყის ხანძარია, სტიქიას 34 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ ტყის ხანძარია. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 34 ადამიანი ემსხვერპლა.

ალჟირის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ცნობით, ხანძრის 15 კერა ქვეყნის რვა რეგიონშია. დაღუპულთა შორის 10 სამხედროა.

ცეცხლი ტყის მასივსა და ზეთის ხილის ნარგავებზე გავრცელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში რვა ათასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. სახლებიდან ევაკუირებულია 1 500-მდე ადამიანი.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მეზობელ ტუნისშიც გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. ჰაერის ტემპერატურამ ტუნისში 49 გრადუსს მიაღწია.