„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირება
„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირება

დღეს, 20 მაისს, 12:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს, დარეგისტრირდეს „სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, სამედიცინო დაწესებულების არჩევა სურვილისამებრ არის შესაძლებელი და მოქალაქეებისთვის არ არის სავალდებულო, დარეგისტრირდნენ იმავე დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა მიმდინარეობს ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე: www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796