დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება
დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.