ევროპაში წითელას შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპულ ქვეყნებს სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
ევროპაში წითელას შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპულ ქვეყნებს სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს კი – მხოლოდ 941.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო თვეებში წითელას შემთხვევები გაიზარდა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული.