დავით სხირტლაძემ დანიის თასის ფინალში გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი ამ პრესტიჟულ ტიტულს მაინც ვერ შეწვდა.
კოპენჰაგენის „ტელია პარკენზე“ გამართულ შეხვედრაში „სილკებორგი“ 33-ე წუთზე დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და „ბრონდბიუს“ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
მაგრამ „სილკებორგმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა. „სილკებორგის“ მეორე ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე განაცხადში არ იყო.