დავით სხირტლაძემ „ქოჩაელისპორში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
დავით სხირტლაძემ „ქოჩაელისპორში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

ქოჩაელისპორმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თურქეთის პირველი დივიზიონის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „შანლიუფასპორს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, მარკო პაიხაომ გაიტანა.

ქოჩაელისპორის“ შემადგენლობაში სადებიუტო თამაში ჩაატარა „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ – ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ასევე ძირითადში იყვნენ გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი – ორივე მე-60 წუთზე შეცვალეს.

ქოჩაელისპორი“ 23 ტურის შემდეგ 43 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და ლიდერს, „ეიუპსპორს“ – ცხრა ქულით, ხოლო მეორეადგილოსანგიოზტეპეს“ სამი ქულით ჩამორჩება.