„სილკებორგს“ დანიურ ფინალში სხირტლაძის გოლმა ვერ უშველა

00:15, 12.05.2018

დავით სხირტლაძემ დანიის თასის ფინალში გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი ამ პრესტიჟულ ტიტულს მაინც ვერ შეწვდა.

კოპენჰაგენის „ტელია პარკენზე“ გამართულ შეხვედრაში „სილკებორგი“ 33-ე წუთზე დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და „ბრონდბიუს“ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

მაგრამ „სილკებორგმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა. „სილკებორგის“ მეორე ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე განაცხადში არ იყო.

მსგავსი