ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ოთხთვიანი საიზოლაციო პერიოდი მოიხსნა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ხელისუფლებამ ლოკდაუნის მოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ უელსის შტატში, 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი ვაქცინის ორი დოზით აიცრა. სრულად აცრილი ადამიანებისთვის, საიზოლაციო პერიოდში დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია.
ლოკდაუნი სიდნეიში მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაწესდა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ უელსის შტატში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გავრცელდა. ეპიდაფეთქების პერიოდში ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში 50 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 439 ადამიანი.
ლოკდაუნის პერიოდში, სამხრეთ უელსის შტატის მოსახლეობას საკუთარი სახლიდან 5 კილომეტრის რადიუსში გადაადგილება ეკრძალებოდა.
ლოკდაუნი ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყნის დედაქალაქ კანბერაში და სიდიდით მეორე ქალაქ მელბურნში. თუმცა ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის სწრაფი მიმდინარეობის გამო, ოქტომბრის ბოლოს ამ ქალაქებშიც იგეგმება შეზღუდვების მოხსნა.