სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ავსტრალიის პოლიცია ადასტურებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, თავდასხმის შედეგად დაჭრილია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ამ დროისთვის პოლიციამ გაანეიტრალა, ამიტომ მოსახლეობისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, თავდამსხმელის მოტივი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.