სიდნეის სანაპიროზე კოკაინის ხუთი შეფუთვა გამოირიყა, სულ ნაპოვნია ხუთი კილოგრამის ოდენობის ნარკოტიკი
სიდნეის სანაპიროზე კოკაინის ხუთი შეფუთვა გამოირიყა, სულ ნაპოვნია ხუთი კილოგრამის ოდენობის ნარკოტიკი

სიდნეის სანაპიროზე კოკაინის ხუთი შეფუთვა გამოირიყა, სულ ნაპოვნია ხუთი კილოგრამის ოდენობის ნარკოტიკი. ისინი დამსვენებლებმა აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებით, ეს არის კოკაინის დიდი პარტიის ნაწილი, რომელიც ავსტრალიის სანაპიროზე დეკემბრის შემდეგ ირიყება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, ავსტრალია ერთ სულ მოსახლეზე კოკაინის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას.

ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროს გასწვრივ დეკემბრის შემდეგ 250 კილოგრამზე მეტი კოკაინი გამოირიყა. ყველაზე დიდი შეფუთვა 39 კილოგრამს იწონიდა.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ნარკოტიკი სამხრეთ ამერიკიდან ავსტრალიაში სატვირთო გემით გადაჰქონდათ.

„ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ ნივთებს გამიზნულად ყრიან ოკეანეში, რათა შემდგომ ის სხვა ხომალდზე გადაიტანონ“, – განაცხადა შტატის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსმა, ჯეისონ ვაინშტაინმა.