შობის კუნძულზე და ახალ ზელანდიაში ახალ წელს უკვე ზეიმობენ [ვიდეო]

მსოფლიოში ახალი 2022 წელი უკვე დადგა. კირიბატში, იგივე შობის კუნძულზე, 2022 წელს უკვე შეხვდნენ. ამ წუთებში კი, 2022 წლის დადგომას ზეიმობენ ახალ ზელანდიაში.

დაახლოებით ერთ საათში 2021 წელს ავსტრალიიდანაც გააცილებენ. სიდნეიში ტრადიციული ფეიერვერკებია დაგეგმილი.

კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამო, მსოფლიოში საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, წესების მკაცრი დაცვით გაიმართება.