სიდნეის პოლიციის ცნობით, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია
სიდნეის პოლიციის ცნობით, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ქართველია.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, ახალი სამხრეთ უელსის პოლიციამ დაადასტურა, რომ 55 წლის ქალი სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს მომხდარი თავდასხმისას მოკლეს.

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს უცნობი მამაკაცი დანით დაესხა თავს. მან ექვსი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი. პოლიციის სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით დადგინდა, რომ თავდამსხმელი 40 წლის ჯოელ კაუჩი იყო, რომელსაც, სავარაუდოდ, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სამართალდამცველები ტერორიზმის მოტივს გამორიცხავენ.