20 ნოემბერს, შვედეთში გაიმართა 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონია.
მთავარი პრიზი მოიპოვა შვედეთის ნაკრებისა და რუსეთის “კრასნოდარის” კაპიტანმა ანდრეას გრანკვისტმა.
მისი აღიარება, ერთგვარად, ისტორიულია, რადგან 2007 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 10 წლის განმავლობაში შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელი ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხდებოდა.
ამჯერად, ზლატანი მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი დაიკავა “ლაიპციგის” ნახევარმცველმა ემილ ფორსბერგმა.
გარდა ამისა, გრანკვისტმა ცერემონიაზე წლის საუკეთესო მცველის პრიზიც მოიპოვა.